ჩვენს შესახებ

სპორტული კლუბი "აცაურა" შეიქმნა 2019 წლის 11 მარტს. კლუბის მიზანია:

        1. ფეხბურთის განვითარება, პოპულარიზაცია.
        2.  სპორტული სახეობების განვითარების ხელშეწყობა.
3. სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ფონდის შექმნა და რეგიონში           
   სპორტული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა.  

კლუბი "აცაურას" დამფუძნებლებია:
1.ლაშა ჭეიშვილი
2.ლაშა ხუხუნაიშვილი
3.მამუკა ჩხაიძე
4.ირაკლი ტოროტაძე
5.ჯუმბერი წულაძე
6.ოთარ ვადაჭკორია
7.ილია ვადაჭკორია



დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება
წესდება



მუხლი 1
ზოგადი დებულებები

1.1.      ა(ა)იპ სპორტული კლუბი „აცაურა“ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
1.2.სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3. საზოგადოების სახელწოდება: სპორტული კლუბი „აცაურა“
1.4. სამართლებრივი ფორმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
1.5. იურიდიული მისამართი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი აკეთი
1.6.  ელექტრონული ფოსტის მისამართი: sportacaura@gmail.com
1.7.  საზოგადოება მოღვაწეობს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გერეთ.
1.8. სპორტული კლუბი „აცაურა“ თავისი წევრების, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია.  სპორტული კლუბი „აცაურა“ პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით.  სპორტული კლუბი „აცაურა“ -ს ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს  სპორტული კლუბი „აცაურა“ საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ვალდებულებებისათვის.  

1.9. ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები: 

        1. ფეხბურთის განვითარება, პოპულარიზაცია.
        2.  სპორტული სახეობების განვითარების ხელშეწყობა.
3. სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ფონდის შექმნა და რეგიონში სპორტული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა.  

1.10.  სპორტული კლუბი „აცაურა“ უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს ორგანიზაციის მიზნების რეალიზებას.  ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება  სპორტული კლუბი „აცაურა“ -ს   დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
1.11სპორტული კლუბი „აცაურა“-ს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება მის საქმიანობას, ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.



მუხლი 2
ორგანიზაციის დამფუძნებლები

2.1. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:   
        1.  ლაშა ჭეიშვილი 
 2.  ლაშა ხუხუნეიშვილი 
 3.  მამუკა ჩხაიძე  
 4. ირაკლი ტოროტაძე 
 5. ჯუმბერ წულაძე 
 6. ოთარ ვადაჭკორია 
 7. ილია ვადაჭკორია 

მუხლი 3
დამფუძნებელთა საერთო კრება

3.1. ორგანიზაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა დამფუძნებელთა საერთო კრება, რომელიც შედგება ორგანიზაციის დამფუძნებლებისაგან.
3.2. კრება უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა 2/3  (ორი მესამედი).
3.3. დამფუძნებელთა საერთო კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.
3.4. დამფუძნებელთა საერთო კრებაზე თითოეულ წევრს გააჩნია 1 (ერთი) ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.
3.5. დამფუძნებელთა საერთო კრებას აქვს ინიციატივების წარდგენის უფლება გამგეობაში.
3.6. დამფუძნებელთა საერთო კრება იკრიბება წელიწადში ერთხელ მაინც. შესაძლებელია რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა, საზოგადოების მიზნებიდან გამომდინარე.
3.7. დამფუძნებელთა საერთო კრების უფლებამოსილება:
3.7.1. დამფუძნებელთა საერთო კრების თითოეულ წევრს უფლება აქვს მოიწვიოს დამფუძნებელთა საერთო რიგგარეშე კრება. კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ორი კვირით ადრე მაინც აცნობებს დამფუძნებელ წევრებს;
3.7.2. ორგანიზაციის პრეზიდენტისგან  ისმენს ორგანიზაციის საქმიანობის და ფინანსურ ანგარიშს;
3.7.3. ამტკიცებს გამგეობის მიერ განსაზღვრულ ორგანიზაციის წლიურ ბიუჯეტს;
3.7.4. ასევე, დამფუძნებელთა საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს:
·         ორგანიზაციის წესდებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით; 
·         ორგანიზაციის პრეზიდენტის დანიშვნასთან დაკავშირებით;
·         ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით;
·         ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე ნებისმიერ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
3.8. დამფუძნებელთა საერთო კრების თავმჯდომარეა ორგანიზაციის პრეზიდენტი.
3.9. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის პრეზიდენტის მიერ შეუძლებელია 3.8. მუხლით განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, დამფუძნებელთა საერთო კრება საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს კრების დროებით თავმჯდომარეს.



მუხლი 4
ორგანიზაციის წევრობა

4.1. წევრად მიღება
4.1.1. ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, სრულწლოვანი ფიზიკური პირი, რომელიც აღიარებს და იცავს ორგანიზაციის წესდებას და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ საქმიანობებში.
4.1.2. ორგანიზაციას უფლება აქვს საპატიო წევრის სტატუსით მიიღოს სპორტის სფეროში მოღვაწე დამსახურებული პირები.
4.2. ორგანიზაციის ახალი წევრი ხდება გამგეობის წევრი.
4.3. ორგანიზაციის წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელთა საერთო კრება.
4.4. წევრობის შეწყვეტა
4.4.1. ორგანიზაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა. საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ. დამფუძნებელთა საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ წევრის საქმიანობა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს;
გ. დამფუძნებელთა საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ წევრი უხეშად არღვევს ან არ ასრულებს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას;
დ. დამფუძნებელთა საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ წევრი ხელს უშლის მმართველის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებას;
ე. სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;
ვ. სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას;
ზ. სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას;
თ. გარდაცვალებისას.



მუხლი 5
ორგანიზაციის წევრის უფლება-მოვალეობები

5.1. ორგანიზაციის წევრს უფლება აქვს:
5.1.1. მონაწილეობდეს ორგანიზაციის  საქმიანობაში;
5.1.2. მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
5.1.3. ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციითა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
5.1.4. გაწევრიანდეს გამგეობის მიერ შექმნილ დეპარტამენტში განათლებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
5.1.5. ნებისმიერ დროს, საკუთარი ინიციატივით განცხადების საფუძველზე გავიდეს ორგანიზაციიდან.
5.2. ორგანიზაციის წევრი ვალდებულია:
5.2.1. დაიცვას ორგანიზაციის წესდება და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
5.2.2. დაემორჩილოს და შეასრულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიერ მიღებული ბრძანებები და განკარგულებები;
5.2.3. მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საქმიანობაში, ხელი შეუწყოს ორგანიზაციის მიზნების შესრულებას;
5.2.4. გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ღირსებას, ავტორიტეტს და ქონებას;
5.2.5. პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ორგანიზაციის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით;
5.2.6. დაიცვას და არ გაამჟღავნოს ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაცია.



მუხლი 6
გამგეობა

6.1. გამგეობა
6.1.1. ორგანიზაციის მმართველობით ორგანოს წარმოადგენს გამგეობა, რომელსაც ირჩევს დამფუძნებელთა საერთო კრება.
6.1.2. ორგანიზაციის ახალი წევრების მიღებამდე გამგეობა შედგება ორგანიზაციის დამფუძნებლებისაგან. გამგეობის წევრები არიან:

1.  ლაშა ჭეიშვილი  
2.  ლაშა ხუხუნეიშვილი  
3.  მამუკა ჩხაიძე 
4. ირაკლი ტოროტაძე  
5. ჯუმბერ წულაძე  
6. ოთარ ვადაჭკორია 
7. ილია ვადაჭკორია 

6.1.3. გამგეობის სხდომები იმართება ყოველი მესამე თვის ბოლო კვირაში. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის ან პრეზიდენტის მიერ საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის წევრთა ნახევრზე მეტის მოთხოვნით.
6.1.4. გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3. რომელიმე წევრის მიერ საპატიო მიზეზით სხდომის გაცდენის შემთხვევაში, კრება უფლებამოსილია განაგრძოს სრულუფლებიანი ფუნქციონირება გამოუცხადებელი წევრის წინასწარ არსებული სიტყვიერი ან წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
6.1.5. გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. გამგეობის თითოეულ წევრს გააჩნია 1 (ერთი) ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.
6.1.6. გამგეობის საქმიანობას წარმართავს გამგეობის თავმჯდომარე, რომელსაც ოთხი წლის ვადით ირჩევს გამგეობა თავისი შემადგენლობიდან. ერთი და იმავე პირის არჩევა გამგეობის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ მხოლოდ 2-ჯერ. 
6.2. გამგეობის უფლებამოსილება:
6.2.1. განსაზღვრავს ორგანიზაციის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმას/პროექტებს, წლიურ ბიუჯეტს;
6.2.2. ორგანიზაციის პრეზიდენტისგან ისმენს ორგანიზაციის საქმიანობის და ფინანსურ ანგარიშს;
6.2.3. პრეზიდენტის  წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის რეგიონული ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ;
6.2.4. ქმნის ორგანიზაციის მუდმივმოქმედ ან დროებით დეპარტამენტებს;
6.2.5. წარუდგინოს პრეზიდენტის კანდიდატურა დამფუძნებელთა საერთო კრებას.
6.2.6. ნიშნავს დეპარტამენტების ხელმძღვანელებს პრეზიდენტის წარდგინებით;
6.2.7. გამგეობის წევრს უფლება აქვს გაწევრიანდეს გამგეობის მიერ შექმნილ ერთ ან რამდენიმე დეპარტამენტში.
6.3. გამგეობის თავმჯდომარე უფლებამოსილია:
6.3.1. მოიწვიოს და წარმართოს გამგეობის სხდომა;
6.3.2. საკუთარი ინიციატივით მოიწვიოს და წარმართოს გამგეობის რიგგარეშე სხდომა;
6.3.3. მოითხოვოს ორგანიზაციის საქმიანობის შემოწმება საჭიროებიდან გამომდინარე;
6.3.4. ისმენს ანგარიშს ორგანიზაციის პრეზიდენტისგან მუდმივმოქმედი დეპარტამენტების მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით;
6.3.5 წარადგინოს გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში.
6.3.5. განახორციელოს ორგანიზაციის საჭროებებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა.
6.4. გამგეობის თავმჯდომარეა ილია ვადაჭკორია



მუხლი 7
მუდმივმოქმედი დეპარტამენტები

7.1. გამგეობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ქმნის 3 (სამი) მუდმივმოქმედ დეპარტამენტს:
  • საორგანიზაციო დეპარტამენტი;
  • საფონდო და საპროექტო დეპარტამენტი;
  • სპორტის სახეობათა განვითარების დეპარტამენტი;
7.2. დეპარტამენტების ხელმძღვანელებს წარადგენს პრეზიდენტი და ნიშნავს გამგეობა გამგეობის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.
7.3. დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
7.3.1. ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
7.3.2. წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
7.3.3. ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
7.3.4. ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს;
7.3.5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სახელით გასცემს დასკვნებს;
7.3.6. პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
7.3.7. ახორციელებს ორგანიზაციის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
7.4. დეპარტამენტების ხელმძღვანელები ანგარიშვალდებულები არიან ორგანიზაციის პრეზიდენტის წინაშე, რომელსაც ყოველი თვის ბოლო პარასკევს წარუდგენენ ანგარიშს შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით.



მუხლი 8
ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

8.1. ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას ახორციელებს ორგანიზაციის პრეზიდენტი.
8.2. ორგანიზაციის პრეზიდენტს ირჩევს დამფუძნებელთა საერთო კრება 3 წლის ვადით ხმათა უბრალო უმრავლესობით. ერთი და იმავე პირის არჩევა პრეზიდენტად შესაძლებელია ზედიზედ მხოლოდ 2-ჯერ. 
8.3. ორგანიზაციის პრეზიდენტი:
8.3.1. კოორდინაციას უწევს ორგანიზაციის მუშაობას;
8.3.2. კოორდინაციას უწევს გამგეობის მიერ შექმნილ მუდმივმოქმედ დეპარტამენტებს;
8.3.3. წარმოადგენს ორგანიზაციას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
8.3.4. ორგანიზაციის სახელით დებს ხელშეკრულებებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს, ხსნის და ხურავს ანგარიშებს სამეურნეო დაწესებულებებში, ხელს აწერს სამეურნეო და სხვა სახის დოკუმენტაციას;
8.3.5. განკარგავს ორგანიზაციის ფულად სახსრებს და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ მიზანმიმართულ გამოყენებაზე;
8.3.6. ნიშნავს და ათავისუფლებს ორგანიზაციის თანამშრომლებს;
8.3.7. ამტკიცებს განხორციელებული პროგრამების პროექტებს;
8.3.8. ადგენს ორგანიზაციის თანამშრომელთა სახელფასო ბადეს;
8.4. ორგანიზაციის პრეზიდენტია ლაშა ჭეიშვილი 



მუხლი 9
ორგანიზაციის ქონება

9.1. ორგანიზაციის ქონება იქმნება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისგან.
9.2. ორგანიზაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.



მუხლი 10
საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

10.1. სპორტული კლუბი „აცაურა“-ს  რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10.2. სპორტული კლუბი „აცაურა“ -ს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელთა საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.
10.3.                ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.
10.4. გადაწყვეტილება ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
10.5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ სპორტული კლუბი „აცაურა“-ს დამფუძნებლები. ორგანიზაციის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
ბ) ემსახურება  საქველმოქმედო მიზნებს;
გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 
10.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება სპორტული კლუბი „აცაურა“ -ს  დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
10.7. თუ სპორტული კლუბი „აცაურა“-ს დამფუძნებლებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
10.8. ლიკვიდაციას ახორციელებს ორგანიზაციის პრეზიდენტი ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.



მუხლი 11
დასკვნითი დებულებები

11.1.    წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
11.2.    თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
11.3. ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შირის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.






Комментариев нет:

Отправить комментарий